მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით შეტევა განახორციელა – შეზღუდვები დაწესდა აეროპორტებში

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.

როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, ეს დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. ის ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნასმხვრევების გამო სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაიჩნდა. დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სობიანინი აცხადებს, რომ ჩამოგდებული დრონების ნაწილები რამენის ოლქში იპოვეს, სადაც მოსახლეობას აფეთქებების ხმა ესმოდა.

მომხდარის გამო აეროპორტები ვნუკოვო და დომოდედოვო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ – ზოგი რეისი მოსაცდელ ზონაში გადაიტანეს, ზოგი კი დაგვიანდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ იერიშს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ხანძრის ვიდეოები.
ამავდროულად, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ე.წ. ხალიჩის გეგმის შესახებ, რომელიც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება. ამ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში ყველა საფრენი აპარატი, გარდა სამხედრო და სამაშველოსი, მიწაზე უნდა დაეშვას. აღნიშნული გეგმა მოქმედებს მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში.

ამ დროისთვის, რამდენიმე რეისი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, მოსაცდელ ზონაშია, რამდენიმე კი გადაიდო.

9 ნოემბრის ღამეს დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ტულის რეგიონის ქალაქ ალექსინს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ისინი ალექსინის ქიმიურ ქარხანას შეეჯახა.

იმავეს იტყობინება RBC-Ukraine და სხვა უკრაინული მედია უშიშროების სამსახურში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა დრონებით თავდასხმა ქალაქზე, მაგრამ კომენტარს არ აკეთებს ცნობებზე, რომ დრონებმა ქარხანა დააზიანეს.

ოციალურ მედიაში მოსახლეობა წერს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა. დამოუკიდებელი ინფორმაცია ქარხნისთვის მიყენებული ზიანის ან მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button