მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინას არ სურს გაყინულ კონფლიქტში შესვლა

უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს რუსეთის ფედერაციასთან. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა არ გასულა მინსკის შეთანხმებიდან, რუსეთისგან განსხვავებით, რომელმაც ეს პუტინის მიერ ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართვისას თქვა, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფოთა ლიდერებს შორის დიალოგი შედგება.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რადგან იმედოვნებდა, რომ დემოკრატიული მსოფლიო ვერ გაბედავდა კონსოლიდირებულ რეაგირებას, თუმცა რუსეთის ხელისუფლება შეცდა.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს ეფექტიანი რეაქცია არის ყველაზე რეალური პრევენცია სხვა მომავალი ომებისგან.

“უკრაინის მთავარი ამოცანააა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყირიმი იქნება უკრაინის ტერიტორიის ნაწილი და ყველაფერს ვნახავთ რისი გაკეთება შეიძლება ომის შემდეგ დიპლომატიის გზით. ამიტომ უნდა ვიდგეთ ძლიერად. ამის შემდეგ მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვლება, არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ამ მხრივ არანირი გარანტია არ არსებობს.

ჩვენ ჯერ ომი უნდა შევაჩეროთ. ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება თუ მოხდება სახელმწიფოების ლიდერების დიალოგი, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ჩვენ არ გვსურს გაყინულ კონფლიქტში შესვლა. იყო ორი დოკუმენტი, რომელზეც ხელი უნდა მოწერილიყო. შეთანხმება ვერ შედგა. დონბასის საკითხიც გაყინული კონფლიქტი იყო, მე ამ დოკუმენტის წინააღმდეგი ვარ.

ეს დიპლომატიური ჭაობია და უკრაინა იქ თავის ამოყოფას არ აპირებს. ვფიქრობ მნიშვნელოვანია საუბრის გაგრძელება. მაგრამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, ან არ გააკეთებს ოფიციალურ მოწოდებას, მანამდე ვერ ვხედავ ძალას ამ მოლაპარაკებებში,” – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button