მნიშვნელოვანირეგიონი
სამეგრელოში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი დატოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს.
ჩვილი გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის განცხადებით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმეზე გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვილის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.