უკრაინას მორიგი დახმარების სახით საბრძოლო მასალები გადაეცემა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭოს პარასკევს დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების სახით, ოთხწლიანი ტრანშის, 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს ტრანში 115 მილიარდი დოლარის მოცულობის უფრო დიდი საერთაშორისო პაკეტის ნაწილია. გამოყოფილმა თანხები უნდა დააკმაყოფილოს გადაუდებელ საჭიროებები უკრაინისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტია იცავს თავს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ფონდის გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის კიევისთვის 2.7 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ გადარიცხვას.
უკრაინისთვის გაწეული აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა საომარ მდგომარეობაში ქვეყნისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გადაუდებელი დახმარების პირველი შემთხვევაა.
“რუსეთის შეჭრა უკრაინაში დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ეკონომიკაზე და საზოგადოებაზე”, – თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიტა გოპინატმა. ამის მიუხედავად, უკრაინის მთავრობამ შეძლო მაკროეკონომიკური და ზოგადად ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება გამჭრიახი პოლიტიკისა და მნიშვნელოვანი საგარეო დახმარების წყალობით, – დასძინა გოპინატმა.
ომის დასრულების შემდეგ უკრაინის პროგრესისა და ევროკავშირში გაწევრიანების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური შეთანხმება უკრაინისთვის დახმარების გაწევის შესახებ ფონდისა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა 21 მარტს მიიღეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას კიევისთვის 15.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის დამტკიცებისთვის.
„მადლობას ვიხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კრისტალინა გეორგიევას უკრაინისთვის ახალი ოთხწლიანი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცებისთვის, რომლის ღირებულება, საერთო ჯამში 15.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხი უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომელიც 115 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის მთავარი მიზანია უკრაინაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც უკრაინას ომისშემდგომ პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარება.