მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
მკვლელობა მესტიაში

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს, ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით, ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.