მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელოვეჟსკში მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ადასტურებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილ პოდოლიაკმა მანამდე “ტვიტერზე” სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი მოთხოვნაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა შეწყდეს.

„რამდენიმე წუთში დავიწყებთ საუბარს იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომელთაც სერიოზულად სჯერათ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ფართომასშტაბიანი ძალადობა არგუმენტია. დაამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვადასხვა ტოქსიკურ გვარებს, როგორიცაა იანუკოვიჩი, ბოიკო, მურაევი, რომლებიც რუსებს საკუთარი სისულელით გამოჰყავთ“, – აცხადებს ის.

შესაბამის ინფორმაციას ბელარუსში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასიც“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button