მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო – 58 მამაკაცი და ორი ქალი.

მისი თქმით, სამხედროებს შორის 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტია.

„ტყვეების კიდევ ერთი წარმატებული გაცვლა სიმბოლურია უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს ბრუნდება შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის 60 ჯარისკაცი – 58 კაცი და ორი ქალი, 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტი. ეს არის საუკეთესო ამბავი დღესასწაულის დღეს, რადგან გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ”, – წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.
ერმაკის განცხადებით, ტყვეობიდან გათავისუფლდა მარიუპოლის 34 დამცველი, მათგან 14 „აზოვსტალის“ დამცველია. გათავისუფლებულებს შორის ასევე არიან სამხედროები, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად დასახლება ელენოვკაში იმყოფებოდნენ.

მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“.
“დღევანდელ 60-კაციან სიაში 34 მათგანია, მათ შორის 14 აზოვსტალიდან. არიან დაჭრილები, რომლებიც ყველა საჭირო დახმარებას მიიღებენ უკრაინაში,“- აცხადებს ერმაკი.

თავის მხრივ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“.

მსგავსი პოსტები

Back to top button