მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში არცერთი Patriot-ი სისტემა არ არის განადგურებული

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს, რომ რუსეთმა უკრაინას გაუნადგურა სარაკეტო სისტემები Patriot-ი. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რას ამბობს რუსეთი, ყველა Patriot-ი მუშაობს და მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს რუსულ რაკეტებს.
“რუსეთში ვინც არ უნდა თქვას, რომ ჩვენი “პატრიოტები” გაანადგურეს, გეტყვით, რომ ყველა ადგილზეა და მუშაობს, ყოველი მათგანი რუსულ რაკეტებს რაც შეიძლება ეფექტურად ანადგურებს. არცერთი “პატრიოტი” არ არის განადგურებული.

რაც შეეხება ტერორისტულ სახელმწიფოს, ერთადერთი, რაც მათ ახლა უნდა აწუხებდეს, არის ის, თუ როგორ მოამზადონ თავიანთი, რუსული საზოგადოება იმისთვის, რომ დაკარგავენ ყველაფერს, რისთვისაც ანგრევენ თავიანთი სახელმწიფოს მომავალს. რუსეთი დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. დეოკუპაციისკენ ჩვენს ნაბიჯებს ალტერნატივა არ აქვს და არც ექნება,” – განაცხადა ზელენსკიმ.
16 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ კიევის მახლობლად გაანადგურეს 5 კომპლექსი Patriot-ი. და შეძლებენ ნებისმიერი შენობის განადგურებას კიევის ცენტრში.

უკრაინის არმიის არსენალში არსებული ამ ამერიკული სისტემის განადგურების შესახებ, პირველად მაისში განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. ინფორმაცია უარყვეს უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა.

დღემდე არსებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინას აქვს აშშ-ისა და გერმანიისგან მიღებული 2 Patriot-ი. თითოეული მათგანი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, მათ შორის გამშვები დანადგარების, რადარისა და დამხმარე მანქანებისგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button