რეგიონი

უკრაინაში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ახალ ოპოზიციურ პარტიას ქმნიან

წალენჯიხაში ახალი პარტია “სამშობლოს” დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც უკრაინაში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ქმნიან.

პარტიის მიზანია უკრაინაში გარდაცვლილი გმირების უკვდავყოფა. მათი ოჯახების მხარდაჭერა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა, დეოკუპაცია და დეოლიგარქიზაცია.

პარტიის დამფუძნებლები ხელისუფლების მხრიდან გმირების შეურაცხყოფასა და დაუფასებლიბაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სწორედ ეს დამოკიდებულება უნდა დასრულდეს.

პარტია იქნება ოპოზიციური და შესაძლოა ის 2024 წლის არჩევნებშიც ვიხილოთ.

შეხვედრას ესწერბოდნენ უკრაინაში გმირულად დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას და ალიკა ცაავას დედები.

პრეზენტაციაზე საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები გაჟღერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button