მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი ცხელი წერტილიდან მისმა თანამებრძოლებმა გამოიყვანეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თენგო ჭანიას (“ჭანო”) ცხედარი ცხელი წერტილიდან მისმა თანამებრძოლებმა გამოიყვანეს.

თენგიზ ჭანია, იგივე “ჭანო” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი იყო.

“ჭანო” ამ მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა, ის სხვა თანამებრძოლებთან ერთად იერიშში მონაწილეობდა.

მეგობრების თქმით, მტრის მიერ დაკავებულ პოზიციებზე შტურმის დაწყებისთანავე “ჭანო” ოკუპანტთა სანგარში ჩახტა, მყისიერი ცეცხლით გაანეიტრალა ოთხი ოკუპანტი, პოზიციები დაიკავა, თუმცა რამდენიმე წუთში ოკუპანტთა შვეულმფრენის მიერ გაშვებული უმართავი რეაქტიული რაკეტები (НУРС) რაკეტები სანგართან აფეთქდა – ისინი ოკუპანტებმა უკვე დაკარგული პოზიციის მიმართულებით გაისროლეს.

სწორედ ამ დროს დაიღუპა თენგო ჭანია.

მის ცხედარს სამშობლოში დაკრძალავენ.

იგი აფხაზეთიდან იყო და ოჯახი ომის შემდეგ კონფლიქტისპირა სოფელ განმუხურში ცხოვრობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button