მნიშვნელოვანირეგიონი

უკრაინაში დაღუპული ზაქარია შუბითიძე ლაგოდეხში გადაასვენეს

იგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილეცაა

“უკრაინაში მებრძოლ ქართველებშიც, ერთ- ერთი გამორჩეული ბიჭი იყო”- უკრაინაში დაღუპული ზაქარია შუბითიძე კახეთში, მშობლიურ ლაგოდეხში გადაასვენეს.

გარდაცვლილს ადგილობრივი მოსახლეობა, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

ზაქარია შუბითიძის მეგობრები ამბობენ, რომ მამაკაცმა ომის დაწყების დღიდან, ლაგოდეხში სამსახური მიატოვა და უკრაინაში წავიდა.

” უკრაინაში მებრძოლებშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. სამაშველო სამსახურში მუშაობდა აქ. ომი როგორც დაიწყო, მიატოვა ყველაფერი და წავიდა. ზაქარია გმირია, გმირებს შორის, ის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილეცაა და ჩვენი სამშობლო დგას ასეთ კაცებზე”- ამბობს ერთ-ერთი მეგობარი.

ზაქარია შუბითიძე უკრაინაში, დონეცკის ინტენსიური დაბომბვის დროს დაიჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ზაქარია შუბითიძეს, ხუთშაბათს, 28 სექტემბერს დაკრძალავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button