მნიშვნელოვანისაქართველო

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 6 პირი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა, მათ შორის, 2 რეალიზატორი. ბრალდებულთაგან ერთი ირანის, ერთი კი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეა.

შსს-ს განაცხადეს, რომ ექვსიდან ორი პირი ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ერთს 7 შეკვრად, ხოლო მეორეს 3 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ აღმოუჩინეს. პირველს 7-დან 14 წლამდე, მეორეს კი, 6-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი.

ამ შემთხვევაში საუბარია „სუბუტექსის“ 1500 და „მეტადონის“ 207 აბზე, ერთ შეკვრა „ამფეტამინსა“ და ერთ შეკვრა „ჰაშიშზე“. მათ 15-დან 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button