უკრაინაში გრიპით დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 286-ს მიაღწია
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიული მონაცემების მიხედვით, ეპიდემიური სეზონის დასაწყისიდან – 2015 წლის შემოდგომიდან და 2016 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, გრიპით გამოწვეულმა ლეტალურმა შემთხვევებმა 286-ს მიაღწია, – იუწყება სააგენტო INTERFAX.
“დაღუპულთა შორის 17-წლამდე ასაკის 4 ბავშვი და 2 ფეხმძიმე ქალია. ოდესის ოლქში 40 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული, კიევში კი 32”, – ნათქვამია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.
ეპიდემიური სეზონის დასაწისიდან ქვეყანაში 3,7 მილიონმა ადამიანმა გრიპი გადაიტანა.
14 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის ზოგიერთ რეგიონში შემოღებულია ანტიეპიდემიური ღონისძიებები: 1622 საბავშვო, საერთო-საგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში მეცადინეობა შეწყვეტილია.