სპორტი

ჰარი კეინის პოკერი და მუნდიალზე გასული ინგლისი და შვეიცარია

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა სამ ევროპულ ჯგუფში და მუნდიალის საგზური კიდევ ორმა ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა.

ესენია ინგლისი და შვეიცარია.

ინგლისის ნაკრებმა 10 უპასუხო გოლი გაუტანა სან-მარინოს და ღირსეულად დაიკავა ჯგუფის პირველი ადგილი.

აღსანიშნავია,რომ თამაშში პოკერი გაიფორმა ჰარი კეინმა. ინგლისელმა შემტევმა მეტოქეს 15 წუთში 4 გოლი გაუტანა.

შვეიცარიამ ბულგარეთი მიიღო და ანგარიშით 4:0 სძლია.ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ შვეიცარიის ნაკრები ყატარი 2022 -ზე პლეი-ოფის გარეშე ჩავა.

იტალიის ნაკრების გულშემატკივრებს საქმე ნამდვილად არ აქვთ სასიხარულოდ. გუნდს პლეი-ოფის ელოდება.სკუადრა აძურა ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრა და მატჩი ნულოვანი ფრით დაამთავრა.

პოლონეთს,უნგრეთთან წაგების მიუხედავად პლეი-ოფის საგზური უკვე დაბევებული ქონდა.

მესამე ჯგუფის ბედი წინა ტურმა გადაწყვიტა. აქ დანია ყატარისთვის მზადებას იწყებს,შოტლანდია კი პლეი-ოფში სერიოზული ბრძოლისთვის ერთვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button