მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში,ბახმუტთან მიმდინარე შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გ.გ. დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ადასტურებენ.

დაღუპული მებრძოლის ოჯახს ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ჯერ არ მიუღია.

ქართველი მებრძოლების ცნობით,დაღუპული ქართველი ახალგაზრდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე იბრძოდა.

24 თებერვლის შემდეგ 23-ე, “მაიდნის რევოლუციიდან” დღემდე კი 37-ე ქართველია უკრაინაში დაღუპული.

მსგავსი პოსტები

Back to top button