უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.„სამწუხაროდ ერთი მაგარი, აქ დაბადებული ვაჟკაცი ქართველი დავკარგეთ“, – დაწერა ვანო ნადირაძემ „ფეისბუკში“.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რიგით 37-ე გმირი ,გიორგი ნარმანია ბახმუტთან ბრძოლებს ემსხვერპლა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
პუტინის ომს შეწირული ქართველი გმირები
დავით რატიანი
გია ბერიაშვილი
ბახვა ჩიქობავა
დავით გობეჯიშვილი
დავით მენაბდიშვილი
ნიკოლოზ შანავა
არკადი კასრაძე
ალიკა ცაავა
ზაზა ბიწაძე
ვიტალი ორბელაძე
ტატო ბიგვავა
რატი შურღაია
გიორგი გრიგოლია
კირილ შანავა
დანიელ გერლიანი
ალუდა ზვიადაური
კახა გოგოლი
ბერდია ჯოხაძე
გელა გოგია
ედიშერ კვარაცხელია
მიხეილ ყაფლანიშვილი
ალექსანდრე მარტიაშვილი
გურგენ გაგნიძე
ლევან სახელაშვილი
თემურ მაჭარაშვილი
ერნესტ მაჭარაშვილი
კონსტანტინე ქურსუა
ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია
ავთო რურუა
რომეო კვარაცხელია
რომეო ფიჩხაია
მერაბ ალადაშვილი
ბადრი მარკელია
მიხეილ თევდორაძე
სერგო ქართველიშვილი (ლისიხი)
რუსლან ბაირამოვი
უცნობია, როდის გადმოასვენებენ დაღუპულ ქართველ სამხედროს სამშობლოში, რადგან მისი თანამებრძოლები ფრონტის წინა ხაზიდან ცხედრის გამოტანას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ბახმუტთან მიმდინარე სასტიკი ბრძოლისას არიან დაჭრილებიც, პირველადი ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია.