მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა.

თილიძე წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა.

წარსულში კახა თილიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა.

რამდენიმე წლის წინ, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, შტატები დატოვა და საბრძოლველად უკრაინაში გაემგზავრა.

უკრაინაში ომის 1053-ე დღეა. ომში მყოფი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა ისევ ოკუპანტის სამიზნეა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button