მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„სამწუხაროდ, კიდევ ორი მაგარი ქართველი დავკარგეთ, ნათელში იყავით ძმებო“, – წერს ვანო ნადირაძე “ფეისბუქზე“.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან ბესო ლომიძე, დათო გოგაძე.
როგორც ცნობილია, ისინი ავდეევკას მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ.
ისინი ქვედანაყოფ შავი არწივის მებრძოლები იყვნენ.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაოფიციალური ცნობებით,
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ჯამში 64 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.