უკრაინაში კონფლიქტი გახდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და აშშ-სა და ბრიტანეთს შორის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი გახდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და აშშ-სა და ბრიტანეთს შორის.
„უკრაინის მოვლენები არ არის მოსკოვსა და კიევის შორის შეტაკება – ეს არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის“, – აღნიშნა პატრუშევმა.
მისი მტკიცებით, დასავლეთი გეგმავს, „განაგრძოს რუსეთის დაშლა და საბოლოოდ უბრალოდ წაშალოს ის მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან“.
„საპასუხოდ, რუსეთი მიაღწევს ეკონომიკურ სუვერენიტეტს და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ასევე გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პოტენციური აგრესორის შეკავება,“- აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
გარდა ამ კრიტიკისა იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება უნდა გავზარდოთ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის საბრძოლო მასალით დახმარება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მარაგებს ამცირებს, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვამცირებთ ჩვენს მარაგებს, არსებობს მხოლოდ ერთი გრძელვადიანი გამოსავალი – მეტი უნდა ვაწარმოოთ”, – თქვა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები შემოდგომაზე იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგების გაზრდაზე შეთანხმდნენ.
“მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინისადმი დახმარების გაგრძელება და ასევე გაზრდა შეგვეძლოს. ვინაიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა უკრაინაში დიდი დანაკარგები განიცადა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმისა და განწყობის გამო”, – თქვა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის დანაკარგები სრულმასშტაბიან ომს არ შეაჩერებს, ვინაიდან, რუსეთის ხელისუფლება მზადაა ასეთი დანაკარგებისთვისა და ომის გაგრძელებისთვის.