მნიშვნელოვანირეგიონი
უკრაინაში მებრძოლი ქართველის ბანერის ჩამოხევა სცადეს და წითელი საღებავი შეასხეს

წალენჯიხაში, ქალაქ ჯვარში, უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ლევან ფიფიას ბანერის ჩამოხევა სცადეს და წითელი საღებავი შეასხეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
თუ ვინ ან რა მიზეზით სცადა ბანერის ჩამოხევა, ჯერჯერობით უცნობია.
აფხაზეთიდან დევნილი ლევან ფიფია უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდან ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.