მნიშვნელოვანიმსოფლიო

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

კიევში დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილი მოათავსეს უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების დაწესებულებაში.

მიმდინარე კვირაში სააკაშვილის დაკავება ერთხელ უკვე სცადეს სამართალდამცველებმა, მაგრამ ამას მისმა მომხრეებმა შეუშალეს ხელი.

საააშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, რომ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც ადვოკატმა განმარტა, სააკაშვილი მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.

ადვოკატის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტებს დაცვის მხარეს ამ დრომდე არ აძლევენ. თუმცა, მათთვის ცნობილია, რომ სააკაშვილს ბრალს დანაშაულის ხელშეწყობისთვის წაუყენებენ. ბოგომაზოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button