მნიშვნელოვანირეგიონი

ბიუჯეტის განხილვის პროცესში ხალხის ძალისა და ენმ_ს დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში- დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საკრებულოს სხდომაზე, 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში, ხალხის ძალისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ჩხუბი და აყალმაყალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხალხის ძალის წარმომადგენელმა, ლევან კოჭლშვილმა, დეპუტატებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.

ფაქტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს, რის შემდეგაც დარბაზში ხმაური და გინება დაიწყო.

ოპოზიციონერი დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა, სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

გაძევებულ კოლეგას ფრაქციის წევრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, რამაც დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა

დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რის მიხედვითაც საჯარო მოხელეების ხელფასები 10%- ით გაიზარდა.

ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button