მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან წასული რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

„სპეციალური სამხედრო ოპერაციისას რუსეთთან ერთად მებრძოლი აფხაზეთის 70-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა“ , – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს, როდესაც რუსეთი გლობალური ბოროტების წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს, პატარა აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც მის გვერდითაა. მაგალითად, აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე 70-ზე მეტი ბიჭი დავკარგეთ“, – აღნიშნა ბარციცმა.

ბარციცის თქმით, როდესაც რუსეთი ბრძოლას აწარმოებს, აფხაზეთი საქმით, და არა სიტყვით, დგას მის გვერდით და აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან.

ოლეგ ბარციცმა აღნიშნა, რომ საომარ ზონაში მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და ექიმები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავად იმყოფებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჰუმანიტარული მისიით. ამასთან, ბარციცი 6 ივნისს რუსეთში ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

ე.წ. მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ 6 ივნისს ბერციცი რუსეთში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესახვედრად.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაშიც, მის ნაწილს კი იძულებით მოუწია საცხოვრებლების დატოვება.

დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთი ამ ომს არ ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button