მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს მხოლოს 120 ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერი” დარჩა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთს მხოლოს 120 ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერი” დარჩა.

სკიბიცკი ამბობს, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ თავისი თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% გამოიყენა.
„უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი“, – აცხადებენ უწყებაში.

“შესაბამისად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, რუსეთს მხოლოდ 120 “ისკანდერი” დარჩა,” – თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.

თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ კრემლი გეგმავს ირანიდან Fateh-110-სა და Zolfaghar-ის ბალისტიკური რაკეტების შეძენას და საჰაერო გზით მათ ყირიმში, ზღვით კი – რუსეთის პორტებში გაგზავნას.

“ჩვენ ვიცით, რომ შეთანხმებები უკვე მიღწეულია,” – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა. თუმცა, ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ “ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button