უკრაინაში ომი გრძელდება – ოკუპანტებმა კრივოი-როგი დაბომბეს

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივოი-როგში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს.კლიმენკოს ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. ამასთან, ის აცხადებს, რომ იზრდება დაშავებულთა რიცხვიც. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 3 და დაშავდა 44 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
“კრივი-რიჰი. ისევ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. 3 გარდაცვლილი და 44 დაშავებული, მათ შორის არიან ბავშვები. თუმცა ეს ციფრები საბოლოო არ არის, ვინაიდან, საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება”,- წერს კლიმენკო.
ქალაქში ცეცხლი გაუჩნდა ორ, ცხრა და ხუთსართულიან, საცხოვრებელ შენობას.რუსული რაკეტის ნამსხვრევებით გამოწვეულმა ხანძარმა კრივოი-როგში ნაწილობრივ გაანადგურა მრავალბინიანი სახლი.
ცნობისთვის, აქამდე კრივი-რიჰის დაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა დაწერა, რომ მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ სამი რაკეტის აფეთქება დაფიქსირდა, მათ შორის ერთი პირდაპირ ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გასულ საღამოს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა 5-სართულიანი სახლი. მაშველებმა გადაარჩინეს 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.
კრივი-რიჰის დაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა Telegram-ზე დაწერა, რომ ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ სამი რაკეტის აფეთქება დაფიქსირდა, მათ შორის ერთი პირდაპირ ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხდართან დაკავშირებით წერს, რომ კრივოი-როგში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. „განადგურება ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში“, დაწერა ზელენსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს.
ამასთან მანვე საღამოს ტრადიციული მიმართვის დროს რუსეთის მიერ კრივი რიჰზე თავდასხმას და განაცხადა, რომ საპასუხო დარტყმებს განახორციელებენ.
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაინგრა, არის მსხვერპლი.
“რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო ზარალს მივაყენებთ – სრულიად სამართლიანად. მათ კრემლში უნდა ისწავლონ, რომ ტერორი მათთვის დაუსჯელი არ რჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან ვერაფერი განკურნავს, მაგრამ ისინი განიცდიან დანაკარგს. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამით შეიძლება ის უსაფრთხო გახდეს მეზობლებისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია”, – თქვა ზელენსკიმ.
რუსული მხარე თავდასხმაზე კომენტარს არ აკეთებს. უკრაინაში ომის განმავლობაში მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით რუსებმა კრივი-რიჰში ცხრასართულიან კორპუსი და ხუთსართულიანი შენობა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 ბავშვი იყო.
იერიში განხორციელდა სუმის ოლქზეც. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.
ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დაღუპულთა რიცხვი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონით დარტყმის შედეგად დანგრეულია 5-სართულიანი სახლის ნაწილი. მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათგან 8 ტრავმირებულია. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, წელს პირველად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – უკრაინისთვის ახალი 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. ჯეიკ სალივანის თქმით, ეს სასწრაფო დახმარებაა, რომელიც უკრაინის ყველაზე კრიტიკული საჭიროებებისთვისაა.
ფრანგმა კანონმდებლებმა, დებატების შემდეგ, მხარი დაუჭირეს უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმებას. 10-წლიანი პაქტი მოიცავს ვალდებულებას, უკრაინას 2024 წელს მიაწოდოს მეტი იარაღი, მოამზადოს ჯარისკაცები და გაუგზავნოს 3 მილიარდ ევრომდე ღირებულების სამხედრო დახმარება.