მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება-NATO

NATO-ს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება.

NATO-ს ახალგაზრდულ სამიტზე გამოსვლისას, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინის დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერისთვის ემზადებიან, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ომი თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო მხარდაჭერის გარდა, ნატოს ქვეყნები გააგრძელებენ დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლას რუსეთზე და მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რადგან სწორედ მან დაიწყო ომი და მასვე შეუძლია ომის ხვალვე დასრულება.

ამასთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

კონკრეტულად სტოლტენბერგმა უპასუხა კითხვას, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ეფექტური იქნება უკრაინისთვის რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ომის დასრულება. პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ომი და მას შეუძლია ამ ომის დასრულება ხვალ. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალური წნეხის განხორციელებას პრეზიდენტ პუტინზე სანქციების გამოყენებით და უკრაინისთვის ეკონომიკური და ასევე სამხედრო დახმარებით, რათა ომი დასრულდეს. უკრაინაში ვითარება არაპროგნოზირებადი და მყიფეა, მაგრამ არსებობს აბსოლუტური ალბათობა, რომ ეს ომი გაიწელება და გაგრძელდება თვეებისა და წლების განმავლობაში. ამიტომ, ახლა ჩვენ ნატოში და ალიანსის წევრი ქვეყნები ვემზადებით გრძელვადიანი დახმარების გასაწევად. ჩვენ უკრაინას დავეხმარებით ძველი საბჭოთა ტექნიკიდან ახალ აღჭურვილობაზე გადასვლასა და ნატოს სტანდარტების სისტემების შეძენაში, რასაც მეტი სწავლება სჭირდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინა კვლავაც იქნება ნატოს პარტნიორი, რომელსაც დიდად აფასებენ.

„ჩვენ ვთანამშრომლობდით უკარიანასთან მრავალი წლის განმავლობაში მის ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებში და მხარს ვუჭერდით მის გზას ნატოს წევრობამდე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას. მაგრამ ეს იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გვექნება მშვიდობა, როდესაც შევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ უკრაინასთან, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების მექანიზმები, როგორი სტრუქტურის“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button