მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომის 845 დღე-ოკუპანტი ქვეყანა უკრაინას კვლავ ბომბავს

შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი დასრულდა

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ხარკოვი დაბომბეს, არიან დაშვებულები. რუსულმა ძალებმა იერიში, ასევე, მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზება მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს დონეციკის ოლქის დასახლება პოკროვსკის მიმართულებით.
ამავე დროს აფეთქებები იყო დილით რუსეთის ქალაქ ლიპეცკში. ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ მეტალურგიული კომბინატის და ტრაქტორების ქარხნის ტერიტორიებზე აფეთქებები გამოიწვია.

რუსეთის ძალებმა პოლტავის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია ცხრა ადამიანი. ნანგრევებში, შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი.
პოლტავის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ფილიპ პრონინის ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა.
იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ათობით ათასს აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრონინის განცხადებით, ბრიგადები ელექტრომომარაგების აღსადგენად უკვე მუშაობენ.

ომის ფონზე შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი დასრულდა. ორდღიანი ღონისძიების შედეგად, 80-მა ქვეყანამ და ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე გააფორმეს, რითაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება დაადასტურეს. თუმცა, მოგვიანებით, ორმა სახელმწიფომ – ერაყმა და იორდანიამ გადაწყვეტილება შეცვალა და დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერა გააუქმა.

კომუნიკეს მხარდამჭერთა შორის არის საქართველოც. სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ შვეიცარიას საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განხილვა სურს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობა აუცილებელია.

შვეიცარიის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ არ გამორიცხა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერის მიუხედავად, პუტინს მომდევნო სამშვიდობო სამიტზე დასწრების უფლება მიეცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button