მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 165 ბავშვი დაიღუპა

41 დღე უკრაინა-რუსეთის ომიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 165 ბავშვი დაიღუპა.პროკურატურამ 5 აპრილის მონაცემები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით, ომის მიმდინარეობისას 266 ბავშვი დაშავდა.

ჯამში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად 431 ბავშვი დაზარლადა.

ამ მიმართულებით ყველაზე ცუდი ვითარება დონეცკის ოლქშია, სადაც 78 ბავშვი დაზარალდა.

➡კიევის ოლქში -77

➡ხარკოვის ოლქში -61

➡ჩერნიგოვის ოლქში – 49

➡მიკოლაევის ოლქში -35

➡ლუგანსკის ოლქში -31

➡ზაპოროჟიას ოლქში -22

➡ხერსონის ოლქში -29

➡სუმის ოლქში – 16

➡ჟიტომირის ოლქში -15

დედაქალაქში 16 ბავშვი დაზარალდა.

გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საბოლოო არ არის.

ამასთან, დაბომბვების შედეგად 869 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, იქიდან 83 სრულად განადგურდა.

სუმის ოლქის გუბერნატორი დიმიტრო ჟივიცკი აცხადებს, რომ სუმის ოლქის კონოტოპის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა სულ მცირე სამი ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

Kyiv Independent-ი იუწყება, რომ ისინი იპოვეს იმ ადგილებში, სადაც რუსული ძალები იყვნენ განლაგებულები.

რუსებმა სუმის რეგიონი კვირას, 3 აპრილს დატოვეს.

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის სოფელ ვორზელში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სადაც დედა-შვილი თავს აფარებდა, ე.წ. კვამლის ბომბი ისროლეს, შემდეგ კი დაცხრილეს – ინფორმაციას უკრაინული მედია პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შედეგად 14 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ბავშვის დედა იმავე სარდაფში 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button