მნიშვნელოვანირეგიონი

პენსიონერები ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ_მათ ბანკს სასესხო დავალიანების განულების მოთხოვნით მიმართეს

პენსიონერები ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ- –დღეს თელავში სესხის განულების მოთხოვნით განცხადებების შეტანა დაიწყო.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის დახმარებით, პენსიონერებმა ლიბერთი ბანკს სასესხო დავალიანების განულების მოთხოვნით მიმართეს.

პარლამენტის წევრი, კახეთში იურისტების გუნდთან ერთად იმყოფებოდა და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით პენსიონერებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა.

თურაზაშვილმა განმარტა, რომ ბანკის უარის შემთხვევაში, პარტია სასამართლოში კოლექტიურ სარჩელს შეიტანს.

“ეს უკვე მეხუთე , თუ მეექვსე შეხვედრაა პენსიონერებთან. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა და ამისთვის საპარლამენტო ტრუბუნას ხშირად ვიყენებ, გაუნულდეს სესხი პენსიონერებს, ვისაც ლიბერთი ბანკმა მოტყუებით მისცა და არ აუხსნა რისკები. საუბარია ოვერდრაფტზე, ასევე პანდემიის დროს გაცემულ სესხებზე. ასე ვივლით ქალაქ- ქალაქ და თუ ლიბერთი ბანკი არ დააკმაყოფილებს განცხადებებს, მზად ვართ, კოლექტიური სარჩელით მივმართოთ სასამართლოს, “- განაცხადა თურაზაშვილმა.

დეპუტატთან შეხვედრაში მონაწილე პენსიონერები ამბობენ, რომ ბანკმა მათ სესხის ვადა უკანონოდ გაუგრძელა.

” პანდემიის დროს გამოვიტანე და ვუთხარი, რომ არ დამიკავოთ- მეთქი. ამის გამო, იანვარში რომ უნდა დამესრულებინა, კიდევ წელიწადნახევრით გამიგრძელეს სესხის ვადა. რომ იცოდეთ, რამდენი ადამიანია დაზარალებული. ოთხი- ხუთი ოჯახი თუ იქნებოდა, ვისაც საშუალება ჰქონდა და სესხი არ აიღო. დანარჩენები, ყველა დაზარალებული ვართ” – განაცხადა პენსიონერმა ნინო არჯევნიშვილმა.

დღეს შეტანილ განცხადებებზე, სესხის განულებასთან დაკავშირებით, ბანკს საპასუხოდ ერთი თვის ვადა აქვს

მსგავსი პოსტები

Back to top button