მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში ანგარიშები გახსნეს

2023 წლისთვის ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა

საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ანგარიშებზე 2022 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით განთავსებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 2.4 მილიარდ ლარს.

საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების იმ ანგარიშების ჯამური რაოდენობა, რომლებზეც 2022 წლის 31 ოქტომბრისათვის დაფიქსირდა დადებითი ნაშთი, 147 412-ია. ამ ანგარიშების ნახევარზე მეტი, 87 589, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 1 ნოემბრამდე დროის პერიოდშია გახსნილი.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ შესაძლოა ანგარიშების რაოდენობა ზუსტად არ ასახავდეს რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობას, ვინც საქართველოს ბანკებში ანგარიში გახსნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ “კონკრეტულ მოქალაქეს/იურიდიულ პირს შესაძლოა გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში, რომელთა ჯამური რაოდენობა ასახულია საერთო რაოდენობაში.”

საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

მისი თქმით, 2023 წლისთვის ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა და თითოეული მათგანი – 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79,7 მლრდ ლარს შეადგენს.

„მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი – 7 900 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის 10 000 დოლარს გადააჭარბებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში.

„2023 წელს, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება და მისი საშუალო მაჩვენებელი პროგნოზირებულია 5,3 პროცენტის დონეზე, თუმცა წლის ბოლოსთვის 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button