რეგიონი

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს, რომელიც უკრაინაში იბრძვის.

“დავით რატიანი – ირპენთან ბრძოლისას დაცემული ქართველი გმირი. საუკუნოა მისი ხსოვნა. მადლობა ჩვენი სახის გადარჩენისთვის, თავდადებისთვის. დიდება დავითს, დიდება გმირებს!”,-წერს გრიგოლ გეგელია.

“აი,ეს ბიჭი დავკარგეთ! ჩემი,გია ბერიაშვილი!”,-წერს ბერიაშვილის ახლობელი.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად საქართველოდან მოხალისეებიც გაემგზავრნენ. რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ქართველი მოხალისეებისგან შემდგარი რამდენიმე შენაერთი იბრძვის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოყალიბებული “სოხუმიცაა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button