მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი მოკლეს

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს, რომელიც უკრაინაში იბრძვის.
შემთხვევა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა, თუმცა დეტალები ჯერ არ კონკრეტდება.
რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად საქართველოდან მოხალისეები გაემგზავრნენ. რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ქართველი მოხალისეებისგან შემდგარი ე.წ. ქართული ლეგიონი იბრძვის.