მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
უკრაინაში რუსეთის 110 250 ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 110 250 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3064
ჯავშანტექნიკა – 6124
საარტილერიო სისტემა – 2059
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 431
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 215
თვითმფრინავი – 285
ვერტმფრენი – 272
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1844
ფრთოსანი რაკეტა – 723
გემი/ნავი – 16
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4797
სპეცტექნიკა – 182
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.