მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა. ოკუპანტები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას აგრძელებენ.

მთელი ღამის განმავლობაში, პუტინის ჯარი უკრაინის სხვადასხვა ქალაქს აფეთქებდა. ერთ-ერთი დასახლება ჟიტომირია, სადაც რუსებმა სარაკეტო იერიშები დასახლებულ რაიონებსა და საავადმყოფოზე მიიტანეს.

თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.
წინასწარი მონაცემებით, დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი და სამედიცინო დაწესებულება.

მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში მოყოლილი ათობით ადამიანის გადარჩენას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების სამიზნე შეიარაღებული ძალების 95-ე სადესანტო ბაზა იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button