უკრაინაში-რუსეთის შეჭრის დღიდან 148 ბავშვი დაიღუპა

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, საომარი მოქმედებების შედეგად, 148 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 232 კი – დაიჭრა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ ✔კიევის ოლქში – 69
✔დონეცკის ოლქში – 57
✔ხარკოვის ოლქში – 53
✔ჩერნიგოვის ოლქში – 41
✔მიკოლაევის ოლქში – 30
✔ლუგანსკის ოლქში – 30
✔ზაპოროჟიეს ოლქში – 22
✔ხერსონის ოლქში – 27
✔დედაქალაქში – 16
✔სუმის ოლქში – 16
✔ჟიტომირის ოლქში – 15.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის დასახლებებში, აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე, დაღუპული და დაშავებული ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.
როგორც Ukrinform-ი გაეროზე დაყრდნობით იუწყება, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 1179 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1860 კი – დაშავდა.