მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოკლულია და დაჭრილია მინიმუმ 1993 უკრაინელი ბავშვი

უკრაინაში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 13 ბავშვი დააბრუნეს

როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება, დასტურდება, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანაში დაიღუპა 547 უკრაინელი ბავშვი. საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიჭრა 1348 ბავშვი.

23 მაისს უკრაინის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა 4 წლის გოგონა, რომელიც მძიმედ დაიჭრა 29 აპრილს რუსეთის ჯარების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად. ეს უკრაინაში ომის განმავლობაში ბავშვის დაღუპვის უკანასკნელი დადასტურებული შემთხვევაა. ბავშვთა შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი იყო დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებში, აღნიშნავს უკრაინის პროკურატურა.

13 მაისს გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოკლულია და დაჭრილია მინიმუმ 1993 უკრაინელი ბავშვი. ფონდში აღნიშნეს, რომ ეს დოკუმენტურად დადასტურებული რიცხვია, რეალური რაოდენობა კი ბევრად მეტია.

უკრაინაში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 13 ბავშვი დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი Telegram-ში ავრცელებს.

“ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე – უკრაინა სახლში 13 ბავშვს აბრუნებს. შვიდი ბავშვი დაბრუნდა TOT-დან ოჯახებთან ერთად, კიდევ ექვსი დაბრუნდა უკრაინის პრეზიდენტის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, “დააბრუნეთ ბავშვები უკან უკრაინაში”.

ბავშვებს მშობლიურ მიწაზე უკვე დახვდნენ და ყველა საშინელება უკან მოიტოვეს. დაბრუნების შემდეგ ყველა ოჯახი ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრს ეწვია, სადაც კომპეტენტურ ორგანოებს უკვე უამბეს თავიანთი ისტორიები.

მადლობელი ვარ კოლეგების, ასევე ომბუდსმენის ოფისის გუნდის, კოორდინირებული მუშაობისთვის და კატარის სახელმწიფოს შუამავლობისთვის. პრეზიდენტის ამოცანაა ყველას დაბრუნება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას,” – წერს ერმაკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button