მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის გეგმები არ არსებობს

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დრო არ არის.

საფრანგეთს არ შეუძლია უკრაინაში სამშვიდობო შუამავლობა, რადგან ის “ირიბად და პირდაპირაა ჩართული“ ამ კონფლიქტში. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ „ძნელი წარმოსადგენია აქ რაიმე შუამავლობის ძალისხმევა“.

გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინაში სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის გეგმები არ არსებობს.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, აღდგომის ზავის იდეა „არავის მიერ არ არის შემოთავაზებული, ეს საკითხი არ არის წამოყენებული“.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დრო არ არის.

ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გამოცემასთან ჩინეთში ვიზიტის შესახებ საუბრის დროს განაცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იმავე დაკვირვებას აკეთებს, რასაც ჩვენ, რომ დღეს კვლავ სამხედრო მოქმედებებია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის, თუნდაც ჩვენ ამას ვამზადებდეთ”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით, მაკრონმა თქვა, რომ დილოაგის მიზანი უკრაინაში ომის მიმართ მიდგომების კონსოლიდაციაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა შეხვედრაზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ისაუბრა.

“არ შეიძლება არსებობდეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, სანამ ევროპაში ომი ან გაყინული კონფლიქტია. არის თუ არა უკრაინას პრიორიტეტი ჩინეთის დიპლომატიისთვის? ალბათ არა. მაგრამ ეს დიალოგი იძლევა შესაძლებლობას შეარბილოს ის კომენტარები, რომლებიც მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ გარკვეული თვითკმაყოფილების შესახებ”, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button