უკრაინაში საქართველოს ოთხი მოქალაქეები დააკავეს

უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ხერსონის ოლქში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი აიყვანეს.
ისინი საცხოვრებელი ბინების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. პოლიციამ დამნაშავეთა ჯგუფი ავტომანქანით მიმალვის დროს დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ნაძარცვი თანხა და ძვირფასეულობა ჰქონდათ. ეჭვმიტანილების ასაკი 25-დან 30-წლამდეა.
ისინი ხერსონში დეკემბრის დასაწყისში ჩავიდნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. პოლიციის ცნობით, აქვთ მტკიცებულებები, რომ ეს დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და ბინებს ძარცვავდა.