მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში, სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ოკუპანტების მიერ ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე რაკეტის ჩამოგდების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ სავაჭრო ცენტრი მთლიანად ცეცხლშია
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 9 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – ექიმები მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს სავაჭრო ცენტრში 1 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი ამბობს, რომ მსხვერპლის რიცხვის წარმოდგენაც კი რთულია.

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრი “რუსეთის ჯარს არანაირ საფრთხეს უქმნიდა” და რუსებისთვის “არავითარი სტრატეგიული ღირებულების იყო”.

“ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რომელშიც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ცეცხლია, მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ შეუძლებელია, რომ წარმოიდგინო. რუსული არმიისთვის ეს არანაირ საფრთხეს წარმოადგენდა, არანაირი სტრატეგიული ღირებულება ჰქონდა. ხალხს მხოლოდ ნორმალური ცხოვრება სურდა, რაც ოკუპანტებს ძალიან აბრაზებს. უსუსურობის გამო რუსეთი უბრალო ადამიანებზე დარტყმებს აგრძელებს. ამაოა მოლოდინი, რომ ისინი გონივრული ან ჰუმანური იქნებიან”, – წერს ზელენსკი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button