“უკრაინაში ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი დააკავეს” – რუსთავი 2

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში დააკავეს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ ცოტა ხნის წინ ის კიევის აეროპორტში იმყოფებოდა და თბილისში გამომგზავრებას ელოდებოდა.

“გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” ჯგუფი უკრაინის დედაქალქში, კვირის გადაცემისთვის, სიუჟეტის მოსამზადებლად მიემგზავრებოდა. თენგო გოგოტიშვილმა მესაზღვრეებს ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა, თუმცა მას ქვეყანაში შესვლაზე გაურკვეველი მიზეზებით მაინც უარი უთხრეს”, – ნათქვამია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button