მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში საფრთხე საქართველოსაც ემუქრება

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით დეკემბერი უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან უკრაინა კონტრშეტევით საკუთარი მიწების დეოკუპაციას ეცდება,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
“საფრანგეთის და ყველა სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიისგან დასაცავად. შემდეგი თვე გადამწყვეტი იქნება, რადგან უკრაინა კონტრშეტევის გზით საკუთარი მიწების დეოკუპაციას შეეცდება”, – აღნიშნა მან.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების “ვალდებულებაა” უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში დაეხმარონ.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების საშუალებას მისცემენ, მაშინ ევროპაში “ახალი იმპერიული სახელმწიფო გაჩნდება,” რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და მთელ კონტინენტს მათ შორის, საქართველოსაც ასევე ყაზახეთს, და მთელ კონტინენტს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, თუ რუსეთს მოგების საშუალებას მისცემენ, “ევროპაში ახალი იმპერიული სახელმწიფო გაჩნდება”.
„ვინაიდან, რა თქმა უნდა, ის, რასაც რუსეთი [უკრაინაში] შვება – ეს იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია,” – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობაა უკრაინის მხარდაჭერა. მან ასევე თქვა, რომ შემდეგი თვე იქნება კრიტიკული.

მისი თქმით, უკრაინისთვის “ჯერ არ მოვიდა დრო” რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, მაგრამ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.

ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ, შესაძლოა, „სამართლიანი და კარგი მოლაპარაკებებისთვის და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და რუსეთთან გამოსავლის პოვნის დრო დადგეს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button