მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელები იღუპებიან, ჩვენ კი მათ ვაფინანსებთ- უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უკრაინელები იღუპებიან, ჩვენ კი მათ ვაფინანსებთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

როგორც ორბანი აცხადებს, უკრაინაში ომის დასრულება არა „სამშვიდობო გეგმებს“, არამედ მხოლოდ ზავს შეუძლია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინაში ომის შეჩერება „შეუძლებელია „სამშვიდობო გეგმით“ და იმის მოლოდინით, რომ რაღაც მოხდება, ჯერ უნდა მოხდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა“.

„ევროპის პირველი შეცდომა იყო ომის გლობალიზაცია. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ომის დაწყების დღეს თქვა, რომ უნდა მოხდეს ამის ლოკალიზება, ჩვენი ქვეყანა იყო. დასავლეთის სტრატეგია არის, რომ უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან, ჩვენ კი მათ ვაძლევთ ფულს, ინფორმაციას და იარაღს“, – აცხადებს ორბანი.

მან ასევე დასძინა, რომ ამ „სტრატეგიამ“ არ იმუშავა, რადგან უკრაინას ნაკლები მოსახლეობა ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button