მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 130-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 153 120 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 130-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

“კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 130-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 6 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდს.
გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 153 120 მათ შორის 930 გასულ დღე-ღამეში
​ტანკი – 3 414
ჯავშანტექნიკა – 6 692
საარტილერიო სისტემა – 2 426
სარაკეტო სისტემა – 488
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 248
თვითმფრინავები – 302
ვერტმფრენი – 289
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 071
საკრუიზო რაკეტები – 873
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 299
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 232.

მსგავსი პოსტები

Back to top button