მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის 70-მდე შეტევა მოიგერიეს- ოკუპანტების 175 690 ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 70-მდე შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა 70-მდე შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინული მხარის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ ხუთი დარტყმა განახორციელა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილზე, ასევე ჩამოგდებულია სადაზვერვო დრონი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 3 სარაკეტო და 21 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 175 690 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3627
ჯავშანტექნიკა – 6999
საარტილერიო სისტემა – 2697
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 528
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 280
თვითმფრინავი – 306
ვერტმფრენი – 291
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2277
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5562
სპეცტექნიკა – 298
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button