მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 362 280 -მდე ოკუპანტი მოკლეს

უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის კიდევ 780 ჯარისკაცი, 12 ტანკი, 21 ერთეული ჯავშანტექნიკა და 28 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 362 280 -მდე ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს:

6 002 ტანკი

11 128 ჯავშანტექნიკა

8 574 ერთეული საარტილერიო სისტემა

329 საბრძოლო თვითმფრინავი

324 ვერტმფრენი

11 423 ავტომობილი და საწვავის ავზი

23 გემს/ნავს

6 753 უპილოტო საფრენი აპარატი

1 304 ერთეული სპეცტექნიკა

1 785 ფრთოსანი რაკეტა

შეგახსენებთ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button