მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში 160 რუსი სამხედრო მოკლეს

აშშ-ს სენატი სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინელებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 40 230 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 160 – ბოლო 24 საათში, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 40 230

📌ტანკი – 1 742

📌ჯავშანტექნიკა – 3 979

📌საარტილერიო სისტემა – 894

📌სარაკეტო სისტემა – 258

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117

📌თვითმფრინავები – 222

📌ვერტმფრენი – 190

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 729

📌საკრუიზო რაკეტები – 174

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 854

📌გემი/ნავი/კატარღა – 15

📌სპეციალური აღჭურვილობა – 75.

ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს. რეზოლუცია სენატში ერთხმად მიიღო.

უფრო კონკრეტულად დოკუმენტში სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარონ საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო, რამაც გამოიწვია „ურიცხვი რაოდენობის უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების სიკვდილი“.

ასეთივე რეზოლუცია განსახილველად კონგრესსაც წარედგინა. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერს სპიკერი ნენსი პელოსი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კონგრესმენებს რეზოლუციის მიღება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გარეშე არ შეუძლიათ.

მოცემული მომენტისთვის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა სიაში ამერიკას სირია, ირანი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა აქვს შეყვანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button