რეგიონი

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება ხვალ გაიგზავნება

თელავის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი ჰუმანიტარული დახმარება, უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

მიმდინარე აქციის ფარგლებში, მოსახლეობამ და სხვადასხვა ორგანიზაციებმა, არამალფუჭებადი საკვები, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები შეაგროვეს.

ტვირთი, რომელიც თელავის სპორტულ სკოლაში გროვდებოდა, უკვე დაახარისხეს და ტრანსპორტში გადაიტანეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მსურველებისგან ტვირთის მიღება კიდევ გრძელდება.

ჰუმანიტარული დახმარება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შეგროვდა. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თანხები სარეზერვო ფონდიდანაც გამოყვეს.

აქცია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 1 მარტს დაიწყო და 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button