მნიშვნელოვანისიახლეები

რიჟვაძის თქმით ლაჩრობასთან დაკავშირებით შეფასება სააკაშვილს და მის ამფსონებს ეკუთვნის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კიდევ ერთხელ მსურს, დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს, ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სააკაშვილს და მის ამფსონებს ეკუთვნით, – ამის შესახებ აჭარის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა
რიჟვაძის თქმით, „მთავრობის ანგარიშის განხილვა რადიკალებთან არის წყლის ნაყვა“.

,,ყველამ ნახა, რომ მთავრობის ანგარიშის განხილვა რადიკალებთან არის ჩვეულებრივი წყლის ნაყვა, ვინაიდან მათ არ აინტერესებთ რეალურად რა კეთდება აჭარაში და არც შედის მათ ინტერესში აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ, მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავგანწირვით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულიანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიატოვა ქართული ჯარი და ხალხი, ბოლოს უკვე ნებაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით, სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

15 ივნისს თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს “ლაჩრულად წაგებული” უწოდა.

მან განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ “ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს”.

რიჟვაძის განცხადებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით 2008 წლის ომში მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

კრიტიკის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყა და ქართველ ჯარისკაცებს “გმირები”, მიხეილ სააკაშვილს კი ლაჩარი უწოდა.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიში მოითხოვეს თუმცა რიჟვაძეს ბოდიში ამ დრომდე არ მოუხდია.

მსგავსი პოსტები

Back to top button