უკრაინელი მეზღვაურები პატიმრობიდან გაათავისუფლეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/07/GEMI-BATUMI.jpg)
გაათავისუფლეს უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.
როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, დაკავებულები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში შეწყალების თხოვნის გარეშე გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, ეს მოწმობს, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ.
“დადგა ვითარება, როდესაც ფაქტობრივად, ქართულ სახელმწიფოს დაუყენეს საკითხი მათი გათავისუფლების შესახებ და ჩვენდა სამარცხვინოდ, შეწყალება შესთავაზეს მხოლოდ იური ხომიჩს და ვოლოდიმირ დიაჩენკოს და მიხეილ ბატურინს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ციხეში დატოვებას უპირებდნენ. ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს ხომიჩმა და დიაჩენკომ, რადგან არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, რის შემდეგაც მოხდა უპრეცედენტო რამ, შეწყალების თხოვნის გარეშე სამივე გაათავისუფლეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომიდან დაახლოებით 5 დღეში”, – თქვა ბასილაიამ.
უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის ნოემბერში დააკავეს.14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.