მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა დამცველებმა უროჟაინოს დასახლებიდან უკან დაიხიეს

ომი უკრაინაში გრძელდება

უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქის უროჟაინოს დასახლებიდან უკან დაიხიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფ “ხორტიცას“ წარმომადგენელზე, ნაზარ ვოლოშინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა მთლიანად გაანადგურეს დასახლება და უკრაინელი სამხედროების პოზიციები. რის გამოც, პირადი შემადგენლობის გადარჩენის მიზნით, სარდლობამ უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო.
„იმის გამო, რომ მტერმა უროჟაინოში თითქმის ყველაფერი გაანადგურა, თავდაცვის ძალებმა სხვა პოზიციებზე დაიხიეს. გადაწყვეტილების მიღება მოხდა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მტრის დაბომბვის შედეგად თავად დასახლებაც თითქმის მთლიანად განადგურდა. განადგურდა უკრაინელი დამცველების პოზიციებიც და პირადი შემადგენლობის იქ დარჩენა საფრთხეს უქმნიდა ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს“, – აღნიშნა ნაზარ ვოლოშინმა.

უკრაინის თავდაცვის ძალები უკან დაიხიეს სოფელ კრინკიდან

რუსეთში “მიგ-31-ის” აფრენის გამო, მთელ უკრაინაში, მათ შორის კიევში გვიან ღამით, სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში ამოქმედდა. დედაქალაქში იყო აფეთქებები. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. დაიბომბა ხერსონის ოლქი; დაშავდა 3 ადამიანი. იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე.
პარალელურად, რუსეთმა და უკრაინამ არაბთა გაერთიანებული საემიროების შუამავლობით, ტყვეები გაცვალეს. საუბარია დაახლოებით 100-100 სამხედრო ტყვეზე. ეს ბოლო თვეების განმავლობაში რიგით მესამე გაცვლა იყო.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და სასაზღვრო დაცვის წევრები.

დღეს, 18 ივლისს დილით, აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა აფეთქებების გამომწვევ მიზეზად დაასახელა რუსი სამხედროების მიერ უკრაინული უეკიპაჟო კატერების, ე.წ. საზღვაო დრონების მოგერიება.
სევასტოპოლის აკვატორიაში საზღვაო-სამგზავრო ტრანსპორტის მიმოსვლა შეაჩერეს.
ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სევასტოპოლში დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზა და კიდევ არაერთი სამხედრო ობიექტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 18 ივლისს შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს 10 უეკიპაჟო კატერი, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდნენ. სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყირიმის თავზე განადგურებულია 33 უპილოტო საფრენი აპარატიც. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის. უკრაინას დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალები ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს ხშირად უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button